სუსი

საქართველოში ბრაზილიის იუსტიციის მინისტრი იმყოფება, ის სუს-ის უფროსს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის იუსტიციის მინისტრი ტორკუატო ჟარდიმი იმყოფება. მან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან გამართა შეხვედრა. 

სუს-ის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა და ტორკუატო ჟარდიმმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ტერორიზმის, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ წარიმართა. 

კომენტარები