მაშველები

1 მაისიდან 25 ივნისამდე, საქართველოში 21 ადამიანი დაიხრჩო

on.ge

1 მაისიდან 25 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობითვე, ამავე პერიოდში, მაშველებმა 36 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

კომენტარები