კრიმინალი

"ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი წერეთლის გამზირზე მოხდა. მეზობლებმა ინტერპრესნიუსს უთხრეს, რომ მომღერალს სახლიდან ჩასვლა ორმა გოგომ სთხოვა. მათი თქმით, ირაკლი ნოზაძე მანქანაში ჩაჯდა, რამდენიმე წამში კი, სისხლიანი გადმოვიდა.

შსს დაჭრის ფაქტს ადასტურებს. გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

კომენტარები