სტრუქტურული ცვლილებები

დევნილთა, სასჯელაღსრულების და კულტურის სამინისტროები გაუქმდება

საქართველოს პარლამენტი

რამდენიმე წუთის წინ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ბახტაძის ინიციატივით ცვლილება შეეხო შემდეგ უწყებებს:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროში შევა;
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში შევა;
  • დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაიყოფა რამდენიმე ნაწილად, დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. 

ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოფა ინფრასტრუქტურული პროექტები და მათაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ასევე, უქმდება სახელმწიფო რელიგიის სააგენტო და მისი უფლებამოსილება სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში შევა.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრი ეყოლება.

მამუკა ბახტაძეს ახალი მინისტრები არ დაუსახელებია, მისი თქმით, მინისტრებობის კანდიდატებს საზოგადოება უახლოეს მომავალში პარლამენტში იხილავს.

კომენტარები