კრიმინალი

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრის, მომღერალი ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. 

შსს-ს ცნობით გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ინცინდენტი გუშინ წერეთლის გამზირზე მოხდა. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მომღერალი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო, იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კომენტარები