მიწისქვეშა პარკინგი

მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა უშედეგოდ დასრულდა

Kakha Kaladze/Fb.com

მერია ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, ინვესტორებს ეძებდა, თუმცა არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა ინტერესი. შესარჩევი კონკურსი 22 ივნისს დასრულდა.

"სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არცერთ კომპანიას წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, სამივე ტერიტორიაზე ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა.

მერიამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 10 ლოკაცია შეირჩა. 

კომენტარები