ამინდი

ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

www.theweathernetwork.com

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა "მნიშვნელოვნად" მოიმატებს.

28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი, 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, სინიპტიკოსები დედაქალაქში +37, +39 გრადუსს ვარაუდობენ.

კომენტარები