სახალხო დამცველის აპარატი

ლომჯარია: ჯერ ვერ მოიძებნა ისეთი შენობა, სადაც ქირის გარეშე შევძლებთ გადასვლას

სახალხო დამცველი

სახალახო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი კვლავ შენობის ძიებაშია. როგორც ლომჯარიამ განმარტა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარასკევს მთავრობის სხდომაზე შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

"პრემიერმინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ. სამწუხაროდ ჯერ კვლავ ვერ მოიძებნა ისეთ ნაგებობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი გრძელვადიანად, ქირის გარეშე შეძლებს გადასვლას. ჩვენ ვიყავით და ვართ თანახმა ნებისმიერ ფართზე, ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც დააკმაყოფილრბდა აპარატის ნორმალური ფუნქციონირების საჭიროებებს. ერთერთი შენობა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა, ძლიერ დაზიანებული და ავარიული აღმოჩნდა, რაც ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა. შესაბამისად, ძიების პროცესი კვლავ გრძელდება ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვართ პარასკევის მოლოდინში იმედია ორშაბათიდან თუნდაც ნაწილობრივ შევძლებთ საქმისწარმოების აღდგენას, უახლოეს კვირებში კი შეუფერხებლად შევძლებთ მოქალაქეთა მომსახურებას"- დაწერა ლომჯარიამ საკუთარ facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ შენობის ავარიულობის გამო, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი შეაჩერა.  

კომენტარები