ბოინგი ახალ თვითმფრინავს ქმნის, რომელსაც შეეძლება, მსოფლიოს ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში ერთიდან სამ საათამდე ჩაფრინდეს. მისი სიჩქარე საათში მაქსიმუმ 3,800 მილი იქნება და მაგალითად, ნიუ იორკიდან ლონდონამდე მანძილს 2 საათში დაფარავს.
ახლა ნიუ იორკიდან ლონდონამდე ჩაფრენას 7 საათი სჭირდება.
ბოინგში, რომელიც თვითმფრინავების მწარმოებელი მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანია, აცხადებენ, რომ კონცეფცია დამუშავების ადრეულ სტადიაზეა.
"მთავარ ტექნიკურ გამოწვევებს მოგვარება სჭირდება მანამ, სანამ კომპანია პროტოტიპს გამოუშვებს. ეს თვითმფრინავი, სავარაუდოდ, 20-30 წლის შემდეგ გამოვა. ტექნიკის დახვეწას წლები სჭირდება, ასევე საჭიროა დამატებითი შემოწმება და ტესტირება, სანამ მას ბაზარზე გავუშვებთ", - თქვა ბოინგის სპიკერმა, ბრიანა ჯექსონმა.