spice girls

SPICE GIRLS-ის წევრის თქმით, ჯგუფი ტურნეს გამართვას აპირებს

Spice Girls-ის წევრის, მელანი ბრაუნის თქმით, ჯგუფი კვლავ აპირებს რომ ტურნეს გამართოს.

ამის შესახებ მელანი ბრაუნმა The Today Show-ში ისაუბრა.

"მე კვლავ ვმღერი, ერთადერთი ვარ, ვინც ვიძახი, რომ ჩვენ [Spice Girls] აუცილებლად ჩავატარებთ კონცერტს, აუცილებლად შევიკრიბებით კვლავ" - თქვა მელანია ბრაუნმა.

Spice Girls-ის კონცერტზე საუბარი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს უცხოურ მედიაში. ამის შესახებ, ჟურნალმა ვოგმა, ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ვიქტორია ბექჰემს დაუსვა კითხვა, მან კი უთხრა, რომ "გოგოები არ აპირებენ ტურნეზე წასვლას".

ბექჰემის კომენტარის შესახებ მელანია ბრაუნმაც ისაუბრა.

"ის ყოველთვის ამას იძახის, ჩვენ მივდივართ ტურნეზე! ხუთივე, აუცილებლად წავალთ ტურნეზე, ამაზე რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ" - თქვა მელანია ბრაუნმა.

ჯერჯერობით უცნობია სად და როდის გაიმართება Spice Girls-ის ტურნე.

კომენტარები