კრიმინალი

ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრის ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ასევე, პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ პირსაც.

ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. 26 ივნისს, შსს-მ ორი პირი დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით დაიწყო. სსკ-ს 19-108-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას, 376-ე მუხლს, ამ შემთხვევაში სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები