ემიგრაცია

ქართველი კაცები ემიგრაციაში რუსეთსა და უკრაინაში მიდიან, ქალები კი საბერძნეთსა და იტალიაში

ForSet / ფორსეტი

საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, ქვეყნიდან კაცები ემიგრაციაში ყველაზე ხშირად უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში მიდიან, ქალები კი იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში.

ამასთან, ემიგრანტთა 55% ქალია, 45% კი კაცი.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოდან სულ 88 541 ემიგრანტია წასული. მათი დიდი ნაწილი თურქეთსა და საბერძნეთში ცხოვრობს.

ემიგრაციაში მყოფი 3 ადამიანიდან 2 წასვლამდე ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობდა, 1 კი სოფელის ტიპის.

საქართველოს რეგიონების მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ყველაზე მეტი ემიგრანტი იმერეთიდანაა, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი და თბილი.

2017 წლის მიგრაციის პროფილის მონაცემებით, ემიგრანტების უმრავლესობა, 75% 20-54 წლისაა.

2016 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 8% იყო.

2014 წლის საყოველთაო აღწერაში გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით, ემიგრანტი არის პირი, რომლის საქართველოში არ ყოფნა, 2002 წლიდან დღემდე, აღემატება 12 თვეს ან რომელიც აპირებს საზღვარგარეთ დარჩენას 12 თვეზე მეტხანს.

ემიგრანტების ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახების ფინანსურ კეთილდღეობაში.

2017 წლის მიგრაციის პროფილზე დაყრდნობით, შესაბამისი გრაფიკი ფორსეტმა მოამზადა. 

კომენტარები