ერთიანი ეროვნული გამოცდები

მინისტრის მოადგილე: ორშაბათიდან საგამოცდო სექტორების ინტენსიურად აღჭურვას ვიწყებთ

გარემოს დაცვის სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას თქმით, საგამოცდო სექტორების აღჭურვა ორშაბათიდან დაიწყება. მან აღნიშნა, რომ სულ 800 საგამოცდო ოთახია და მათი აღჭურვა პერმანენტულად მოხდება.

"ორშაბათიდან ჩვენ ვიწყებთ ინტენსიურად აღჭურვას. 800 ერთეული საგამოცდო ოთახი გვაქვს, ე.წ. სექტორი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება რვაასივე დაუყონებლივ აღვჭურვოთ, მაგრამ ჯერ ერთი, გამოცდების პერიოდში პერმანენტული იქნება ეს პროცესი. და რაც მთავარია, ეს არ შეეხება მხოლოდ უშუალოდ კონდიცირებას, ყველა სხვა დამხმარე მეთოდი ასევე იქნება გამოყენებული, იმისთვის რომ კომფორტული იყოს გამოცდების ჩატარება. დღეის მდგომარეობოით, 4 ივლისამდე გამოცდები გვაქვს მხოლოდ დილით. ჩვენ შევეცდებით, რომ  ყველა ცენტრში შევქმნათ პირობები, მნიშვნელოვანია ის თუ რა რესურსები ექნება ბიზნესს იმისთვის, რომ მოგვაწოდოს ყველა საჭირო აპარატურა. ჩვენ მონდომებული ვართ, მაქსიმალურად რვაასივე სამუშაო სივრცეში, გამოცდების პერიოდში, მთლიანად მოვახდინოთ აღჭურვა"- თქვა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, წელს, კონდიცირება საპილოტე რეჟიმში მხოლოდ ერთ, რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.

კომენტარები