კრიმინალი

შსს: 6 თვის განმავლობაში 132 ძებნილი დავაკავეთ

0 კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავეს.

მათ შორის:

  • ქურდობისთვის ძებნილი 41 პირი;
  • თაღლითობისთვის ძებნილი 15 პირი;
  • თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ძებნილი 8 პირი;
  • სხვისი ქონების მითვისებისთვის ძებნილი 8 პირი;
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი 2 პირი;
  • განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 3 პირი;
  • ყაჩაღობისთვის ძებნილი 1 პირი.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2015 წლიდან ძებნილი, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. მისთვის წარდგენილი ბრალდება 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 20 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა1971 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 1956 წელს დაბადებულ მ.გ. კი მძიმედ დაჭრა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებს შსს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები