facebook-ზე სარალიძის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა, რომელიც 19:00 საათზე გაიმართება

სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა. სარალიძე მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო, ის მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს. 

მხარდამჭერები შსს-თან 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქცია ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე მდებარე შსს-ს შემობასთან გაიმართება. 

აქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან, რის გამოც, დაღუპული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ შსს-სთან აქცია დაიწყო.

კომენტარები