ლგბტ უფლებები

ვან დამი: თუ ყველა ქალი ქალზე და ყველა კაცი კაცზე დაქორწინდება, როგორ გავმრავლდეთ?

shutterstock

მსახიობმა ჟან-კლოდ ვან დამმა ერთ-ერთ გადაცემაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ისაუბრა.

ვან დამის თქმით, მას ბევრი ჰომოსექსუალი მეგობარი ჰყავს და თუ მათ დაქორწინება სურთ, ეს ნორმალურია.

"კაცები დაქორწინდნენ სხვა კაცებზე? კაცები ქორწინდებიან, ქალები ქორწინდებიან, ძაღლებიც ქორწინდებიან. ყველა ქორწინდება და შემდეგ შორდებიან ერთმანეთს. ვწუხვარ, მაგრამ ეს არ არის სასაცილო. ხალხი პრაიდებს აწყობს, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ურტყამენ და ჩაგრავენ, იმიტომ რომ ჰომოსექსუალები არიან. ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ, იმის მაგივრად რომ დავცინოთ, რომ ეს ადამიანები ძაღლები არიან. მე ბევრი ჰომოსექსუალური მეგობარი მყავს, თუ მათ დაქორწინება სურთ, ეს ნორმალურია. თუმცა კითხვა შემდეგია - თუ ყველა ქალი ქალზე და ყველა კაცი კაცზე დაქორწინდება, როგორ გავმრავლდეთ?" - თქვა ჟან-კლოდ ვან დამმა.

კომენტარები