NBA

ზაზა ფაჩულია Golden State Warriors-დან Detroit Pistons-ში გადადის

0 კომენტარი
ფოტო: NBA

ზაზა ფაჩულია Golden State Warriors-დან Detroit Pistons-ში გადადის. 

ერთწლიანი კონტრაქტით, რომელზე შეთანხმებაც უკვე მიღწეულია, ქართველი კალათბურთელი, სულ მცირე, 2.4$-ს მიიღებს. 

34 წლის ფაჩულიამ Golden State Warriors-ში ორი სეზონი გაატარა და ამ კლუბთან ერთად ჩემპიონის ბეჭედიც მოიპოვა. 

ფაჩულია NBA-ში, აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან თამაშობს. ბოლო სეზონზე ის თითო თამაშში საშუალოდ 5.7 ქულას, 5.3 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები