რეკლამა

საქართველოს ეროვნული ლატარიის ბილეთები დღეიდან ონლაინაც გაიყიდება

,,ლოტო 6/36’’-ის ინტერნეტ პლატფორმა დღეიდან ამოქმედდა. დღეიდან ,,ლოტო 6/36’’-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ბილეთები სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ იყიდონ. 

"ამისთვის ისინი უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge, გაიარონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და იბრძლონ ჯეკპოტისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიანპალტფორმით სარგებლობა არ შეეძლებათ არასწრულწლოვნებს, რეგისტრაციას და გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ 18 წელს მიღწეეული პირები." - წერია კომპანიის განცხადებაში.

იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ www.lotto.ge-ზე აუცილებელია გაიაროთ შემდეგი პროცედურები:

 რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი ელექტორნული ფოსტის, Faceboიk-ისა და Google-ის პირადი ანგარიშების საშუალებით;
 მომხმარებლის ასაკის დასადგენად მომხმარებელმა მითითებულ მისამართზე უნდა გამოაგზავნოს პირადობის მოწმობის ფოტო, რომლის იდენტიფიკაციის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ბილეთის შეძენა;
 რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეავსოს საკუთარი ვირტუალური საფულე;
 ვირტუალური საფულის შევსება შესაძლებელია Visa და Masercard პლასტიკური ბარათებით, TBC Pay-ის აპარატებით და Unipay-ის საშუალებით;
 ბალანსზე მინიმალური შესატანი თანხის ოდენობა 2 ლარი, ხოლო მაქსიმალური 5000 ლარია;
 ბალანსზე თანხის შეტანის შემდეგ ,,ლოტო6/36’’-ის ბილეთის შესაძენად მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ ციფრებს, რომელთა მონიშვნის შემდეგ, ხდება ბილეთის შეძენა.

კომპანიის ინფორმაციით, ,,ლოტო 6/36’’-ის თამაშის წესები რჩება უცვლელი, გათამაშება კი გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ,,რუსთავი 2’’-ის პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყების წინ. მოგების შემთხვევაში ინტერნეტმომხმარებელს მოგებული თანხის გადატანა შეუძლია საკუთარ ბარათზე, იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული ბარათით www.lotto.ge-ზე ერთხელ მაინც აქვს რაიმე სახის ოპერაცია განხორციელებული, ასევე შესაძლებლობა ექნება მოგებული თანხა გაანაღდოს საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებსა და ,,თიბისი ბანკის’’ ნებისმიერ ფილიალში.

[რეკლამა]

კომენტარები