სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

ამ დროისთვის მაშველებმა ტაილანდის მღვიმიდან სულ 8 მოზარდი გამოიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: aljazeera.com

ამ დროისთვის მაშველებმა ტაილანდის მღვიმიდან სულ 8 მოზარდი გამოიყვანეს. მაშველებს კიდევ 4 მოზარდი და ერთი მწვრთნელი ჰყავთ გამოსაყვანი.

ტაილანდში რამდენიმე საათია მღვიმეში დარჩენილი ბიჭების გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.  

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობს.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 7 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებს.

ვინაიდან კვირის ბოლოსთვის წყლის დონის მომატება და შტორმია ნავარაუდევი, ასევე გამოქვაბულში ჟანგბადის დონე მკვეთრად შემცირდა, სამაშველო ოპერაცია დაჩქარდა. თუმცა, სანამ მის დასრულებამდე ვითარება კვლავ ძალიან სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მაშველებისთვისაც. 

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები