კრიმინალი

საბურთალოზე, ავტობუსში 17 წლის მოზარდი დაჭრეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

საბურთალოზე, ავტობუსში 17 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, N140 ავტობუსში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები