2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ენმ-მ და ევროპულმა საქართველომ წინასაარჩევნოდ 3-პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროპული საქართველო

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ინიციატივით, "ევროპულმა საქართველომ" და "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება 3 ძირითად პუნქტს მოიცავს.

ჩვენ, საქართველოს პროევროპული ძალების წარმომადგენლები - ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამოვხატავთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მხოლოდ თანამშრომლობას, ორმხრივ პატივისცემასა და ოპოზიციის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, დაუბრუნოს საქართველო დემოკრატიასა და მის პრო-ევროპულ კურსს.

ამგვარად, ვიღებთ პასუხისმგებლობას:

1. მხარს დავუჭერთ ევროპული საქართველოს ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

2. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ერთმანეთი და ჩვენს შორის განსხვავებები არ იქნება თავდასხმის სამიზნე.

3. მოვუწოდებთ და მობილიზებას გავუკეთებთ ამომრჩეველს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პირველ და მეორე ტურშიც იმიტომ, რომ არჩევნები არის გადამწყვეტი ამჟამინდელი რეჟიმის შესაცვლელად.

ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერა ერთობას და იმოქმედებს, როგორც ამ შეთანხმების გარანტორი", - აღნიშნულია დოუმენტში, რომელსაც პარტიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს.

შეთანხმებას ხელი ბრუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ოფისში მოეწერა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ლიდერების ნაწილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოეყო. მათ ახალი პარტია, "ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბეს.

კომენტარები