სამთავრობო ცვლილებები

მამუკა ბახტაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაასახელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს ხვალ, საათზე დაასახელებს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. პრემიერის ინფორმაციით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ საკითხზე ბოლო კონსულტაციები გაიმართება.

მამუკა ბახტაძე ახალი მინისტრების შესახებ ბრიფინგს ხვალ, 10:00 საათზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა გიორგი კვირიკაშვილმა, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. "ქართულმა ოცნებამ" ახალ პრემიერად ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელმაც რამდენიმე სამინისტრო გააერთიანა. ახალ მინისტრებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, თუმცა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის შესახებ მედიაში ინფორმაცია უკვე გავრცელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, განათლების მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკის მინისტრად გიორგი ქობულია განიხილება.

კომენტარები