ეკოლოგია

მამუკა ბახტაძე: აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი

ტაბულა

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი.

"მინდა შევეხო ეკოლოგიის პრობლემას, ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავამუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. მინდა ეს მიმართულებები ჩამოგითვალოთ, რომლებზეც გავაკეთებთ აქცენტს - პირველ რიგში, საწვავის ხარისხის გაზრდა, ამასთან ერთად საქართველოში აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე"- თქვა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოების კუთხითაც.

"ამასთან ერთად შევა მასშტაბური ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად, სრულად მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე ჩვენ გავაკეთებთ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას"- განმარტა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები