კრიმინალი

თბილისში, ელიას უბანში მამაკაცი მოკლეს

flickr

თბილისში, ელიას უბანში 25 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები