ქურდობა

მარნეულში, 18 სული მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში, 18 სული მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები ს.მ.-ს კუთვნილი 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სადგომიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრში, სოფელ ტალავერთან, იმ დროს დააკავეს, როდესაც მას მოპარული პირუტყვი გადაჰყავდა. პოლიციამ 18-ვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი პატრონს დაუბრუნა",- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები