ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

გახარია: ოჯახში მოძალადე პოლიციელი შსს-ის რიგებს დატოვებს

პარლამენტი

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, უწყების რიგებს ავტომატურად დატოვებს. გახარიამ თქვა, რომ შესაბამის ბრძანებას ხელი 12 ივლისს მოეწერა. 

"ხშირად იყო პრეტენზია და საყვედური, ზოგ შემთხვევაში დასაბუთებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როდესაც საქმე ეხებოდა ოჯახურ ძალადობას და იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს ხელს აფარებს. 

12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, რომ თუ შსს-ის თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, ის ავტომატურად შსს-ის რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დაფავიქსიროთ პოზიცია, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ჩვენ ქვეყანას და მოქალაქეს, კანონის შესაბამისად ბოლომდე დავუდგებით გვერდში, ხოლო ის, ვინც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებასა ან არაკეთილსინდისიერებაში, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს", - თქვა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ. 

შსს-ის ინფორმაციით, 2018 წელს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი პოლიციის 10 მოსამსახურეს დაეკისრა. 

კომენტარები