Pussy Riot

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე სტადიონზე Pussy Riot-ის წევრები შეიჭრნენ

ლუჟნიკების სტადიონზე საფრანგეთ-ხორვატიის მატჩის დროს პოლიციის ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი შეიჭრა, რომლებიც დაცვამ მალევე სტადიონიდან გაიყვანა. მალევე, გაირკვა რომ ამ პერფორმანსის ავტორი ორგანიზაცია Pussy Riot-ი იყო, რომელიც რუსეთში სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის. პერფორმანსის მონაწილეები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

სტადიონზე სულ 4 პირი შეიჭრა, მათგან ფეხბურთელებთან მიახლოება ყველაზე უკეთ მხოლოდ ერთმა შეძლო, ის საფრანგეთის ფორვარდ კილიან მბაპებს მიესალმა კიდეც.

Pussy Riot-მა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ამ გზით მათ საკუთარი მოთხოვნების გამოხატვა უნდოდათ. ორგანიზაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ხელსეწყობასა და სიტყვის თავისუფლებას ითხოვს.


Pussy Riot-ის წევრების ვიდეომიმართვა

კომენტარები