მაურიციო სარი

ლონდონის ჩელსი ახალი მწვრთნელისთვის მოედანზე მოსაწევ სივრცეს გააკეთებს

Mirror.co.uk

2018 წლის, 5 ივლისს ლონდონის ჩელსიში მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დაიკავა მაურიციო სარიმ.

მომავალი სამი კვირის განმავლობაში გარდა პრემიერ ლიგისთვის მზადებისა, ლონდონურ კლუბს კიდევ ერთი თავსატეხი აქვს - მათ მოედნის ტერიტორიაზე მოსაწევი ადგილი უნდა გამოყონ, რათა მაურიციო სარიმ მატჩების მიმდინარეობისას სიგარეტის მოწევა შეძლოს.

სარისთან დაახლოებული პირების ინფორმაციით ის დღეში 80 ღერამდე სიგარეტს ეწევა, საათში კი დაახლოებით ოთხ ან ხუთ ღერს.

დიდ ბრიტანეთში რეგულაციების მიხედვით მოედნის ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია, ამიტომ ლონდონის ჩელსის მოუწევს კანონის დაცვით, რაიმე ისეთი ადგილის პოვნა, სადაც მაურიციო სარი უპრობლემოდ შეძლებს სტემფორდ ბრიჯზე [ლონდონის ჩელსის სტადიონი] მოწევას.

კომენტარები