შინაური ცხოველები

აშშ-ში ძაღლმა ბრიტნი სპირსის Toxic იმღერა

ამერიკელი ვარსკვლავის ბრიტნი სპირსის ჰიტი Toxic ავსტრალიური კეტლ დოგის ჯიშის ძაღლმა, სახელად რაილიმ "დააქავერა". ვიდეო, ძაღლის მეპატრონე მეთიუ ჰედრინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შინაური ცხოველის მიერ "შესრულებულმა" სიმღერის ნაწყვეტმა სოციალურ ქსელებში პოპულარობა მალევე მოიპოვა და სოციალური ქსელების მომხმარებლები გაახალისა. ერთ-ერთმა მათგანმა სიმღერის რემიქსიც კი გააკეთა, რომელშიც ბრიტნი და ძაღლი რაილი ერთად მღერიან.

Toxic ბრიტნი სპირსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ითვლება, რომელმაც 2005 წელს მომღერალს გრემის ჯილდო მოუტანა. ჩანაწერი 2004 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერიც გახდა.  

კომენტარები