რამდენიმე დღის წინ, მამუკა ბახტაძის მთავრობის კაბინეტმა ცვლილება შეიტანა 2014 წელს მიღებულ დადგენილებაში, რის შედეგადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესა და დანარჩენ მოადგილეებს უფლება მიეცათ ატარებდნენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღებს. იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს საკმაოდ ვრცელია, წარმოგიდგენთ აღნიშნულ სიას:
სასამართლო სისტემაში:
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.
- სასამართლოს მანდატურები.
საქართველოს ფოსტაში:
იარაღის ტარების უფლება აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:
- მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
- შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
- საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს;
- საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი, მთავარი სამმართველოს და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უფროსი მზვერავი, მზვერავი;
- სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:
- მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
- გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, გენერალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს მრჩეველი.
შსს-ს სისტემაში:
- მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
- მინისტრის აპარატის მოსამსახურეები.
- სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
- გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
- ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეები.
- კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამეტი) მოსამსახურეები.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
- ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
- საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახურეები.
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.
- სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები.
- სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.
თავდაცვის სამინისტროში:
- მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.
- სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, უფროსის მოადგილე.
- გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.
- სამინისტროს დეპარტამენტის, მათ შორის, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე.
- სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამმართველოს საკასო განყოფილების უფროსი.
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის:
- უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;
- დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;
- დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;
- სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;
- სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
- სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
- ეროვნული გვარდიის უფროსი;
- ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი.
- სახმელეთო ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი.
- ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, სარდლის მოადგილე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი, ტექნიკისა და შეიარაღების ცენტრის უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.
- წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, სარდლის მოადგილე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.
- ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი.
- ჯარის სახეობათა ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები, მათი მოადგილეები და შტაბის უფროსები, ასევე, ბრიგადებში შემავალი და ცალკეული სამხედრო ნაწილების მეთაურები, მათი მოადგილეები და შტაბის უფროსები.
- სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, მეთაურის მოადგილეები, შტაბის უფროსი, მმართველობის უფროსი ოფიცრები, მმართველობის და შტაბის განყოფილებების უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების მეთაურები, ძალების ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების მეთაურის მოადგილეები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების შტაბის უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების მმართველობისა და შტაბის უფროსი ოფიცრები, სპეციალური დანიშნულების ასეულების მეთაურები, სპეციალური დანიშნულების ასეულების მეთაურის მოადგილეები, სპეციალური დანიშნულების ჯგუფების უფროსები.
პროკურატურაში:
- საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
- საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;
- საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე;
- საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი;
- საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;
- თბილისის და საოლქო პროკურორი;
- თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;
- თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;
- თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;
- რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;
- რაიონული პროკურატურის პროკურორი.
სასჯელაღსრულების სისტემაში:
- მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
- გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო-სარევიზიო და შიდა ინსპექტირების სამმართველოს მოსამსახურეები.
- შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
- დეპარტამენტის უფროსი.
- საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, გამომძიებელი.
- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში:
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
- დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
- დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი;
- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (სდსს)
- სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე – სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის კონსულტანტი, სამსახურის უფროსის თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი.
- სამსახურის ადმინისტრაციის მოსამსახურეები.
- პირადი დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
- ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის მოსამსახურეები.
- კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- ესკორტირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- სამედიცინო მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
- მოსამსახურეები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურს გადიან სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სისტემაში:
- მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
- სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს:
- თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;
- ინსპექტირების სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი;
- დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი;
- დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
- დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;
- სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი;
- სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
- სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;
- ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი;
- ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
- ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;
- აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი;
- აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;
- აღკვეთილის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი.
- სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის:
- უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;
- ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) უფროსი;
- ცენტრალური აპარატის სწრაფი რეაგირების სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) სწრაფი რეაგირების განყოფილების სწრაფი რეაგირების საჯარო მოსამსახურეები.
- სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს:
- უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი მეტყევე;
- ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მეტყევე, სატყეო უბნის უფროსი.
ეროვნული უშიშროების საბჭოში:
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს.