საჯარო ფინანსები

ბახტაძემ გალობის სასწავლებელს, რომლის თავმჯდომარეც ვანო ჩხარტიშვილია, 134,000 ლარი აჩუქა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს გადასახადის გადამხდელებმა გალობის სასწავლებელი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილია 134,000 ლარით დააფინანსეს. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი 2018 წლის 11 ივლისს მოაწერა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს ხელმოწერილი კონკორდატია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, იურიდიული პირი "მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი" 2011 წელს დაფუძნდა. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაციის მმართველი უწყებაა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ვანო (ივანე) ჩხარტიშვილია.

2018 წლის 11 ივლისს, მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა კიდევ ერთ დადგენილებას, რომლის შედეგადაც საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 630,000 ლარი გამოიყო. 

საერთო ჯამში ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დაფინანსების მოცულობა 764,000 ლარია. 

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსება 25,000,000 ლარით არის განსაზღვრული. თუმცა ფაქტობრივად ეკლესია ამაზე გაცილებით მეტს იღებს, რადგანაც რიგი საჯარო უწყებები მას სხვადასხვა სახის მატერიალურ საჩუქტებს უკეთებენ. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები