აშშ-რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონლად ტრამპი მოსკოვში მიიწვია. პუტინის აზრით, მიუხედავად ჰელსინკის სამიტის შემდეგ წამოსული კრიტიკისა, მისი და ტრამპის სამიტები კვლავ უნდა შედგეს.

"ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით, კარგად მესმის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა. მას შემდგომი შეხვედრების გამართვის სურვილი აქვს." "მე ამისათვის მზად ვარ. ჩვენ გვჭირდება შესაფერისი პირობების შექმნა, მათ შორის საკუთარ ქვეყნებში." "ჩვენ მზად ვართ მსგავსი შეხვედრებისათვის. ჩვენ მზად ვართ მოვიწვიოთ პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვში. იყავით ჩემი სტუმარი. მას აქვს მოწვევა, მე ვუთხარი ეს." თქვა პუტინმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც აშშ-ში შემოდგომისთვის იგეგმებოდა, გადაიდო.

ბოლტონის მიხედვით შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, რაც რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თაობაზე მიმდინარე ფედერალური გამოძიება დასრულდება.

"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ პუტინთან შემდეგი შეხვედრა მას შემდეგ უნდა შედგეს, რაც რუსეთის არჩევნებში ჩარევის თაობაზე კუდიანებზე ნადირობა დასრულდება, ამიტომ, შევთანხმდით, რომ ეს მომდევნო წელს მოხდება." თქვა ბოლტონმა.

დონალდ ტრამპმა ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შემოდგომაზე აშშ-ში მიიწვევდა, რამაც როგორ დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მისი მისამართით კრიტიკა გამოიწვია.

კომენტარები