ხანძარი საგურამოში

საგურამოში ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სოფელ საგურამოში ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

სოფელ საგურამოში ცეცხლი დღეს გაჩნდა და 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქები დაიწვა. ერთ-ერთ ლოკაციაზე ცეცხლი მოედო ძველ საბურავებსაც, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

კომენტარები