რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კიდევ შემცირდა

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კიდევ ერთხელ შემცირდა. სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გადაზიდვებმა 2018 წლის პირველ ნახევარში 5 მილიონი ტონა შეადგინა. ეს 2017 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. 

ტვირთბრუნვის კლება წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40%-ით არის შემცირებული.

გადაზიდვებში პირველ ადგილზე ნედლი ნავთობპროდუქტებია, რკინიგზამ იანვარ-ივნისში 1.6 მილიონი ტონა ნავთობი გადაზიდა, ეს 2017 წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. ნავთობთან ერთად შემცირებულია შაქრის ნედლეულის გადაზიდვაც. ხოლო რკინის მადნის, ფერადი ლითონების და ქიმიური სასუქების ტრანსპორტირება კი გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა ნავთობის ტრანზიტის შემცირებას ვერ აბალანსებს, ამიტომ მთლიანი გადაზიდვის მაჩვენებელი მაინც შემცირებულია. 

რკინიგზისგან განსხვავებით წელს გაზრდილია საავტომობილო ტრანსპორტით (ტრაილერებით) გადაზიდული ტვირთის მოცულობა და ის 10.6 მილიონ ტონას შეადგენს. ეს ამავე პერიოდში რკინიგზის გადაზიდვებს 2-ჯერ აღემატება.

გადაზიდვების შემცირების გამო 2017 წლის 3 ოქტომბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით შეამცირა. Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B+ დონეზე პროგნოზით "ნეგატიური" დაადასტურა. 

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ელოდება. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები