Yandex Taxi

ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, არ გამოიყენონ Yandex Taxi

0 კომენტარი
Yandex Taxi ფოტო: rt.com

ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, არ გამოიყენონ Yandex Taxi-ის აპლიკაცია.

ოფიციალური უწყების თანახმად, ისინი იკვლევენ აპლიკაციას. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ აპლიკაცია მომხმარებელთა პირად ინფორმაციას უკანონოდ აგროვებდეს და იყენებდეს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს აპლიკაცია არ გამოიყენონ საჯარო მუშაკებმა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამიისტროს ანგარიშის მიხედვით, აპლიკაციის გამოყენების პირობების თანახმად, მომხმარებლის მონაცემები ინახება ორგანიზაციის სერვერებზე, რომლებიც განთავსებულია რუსეთში და მათზე წვდომა შესაძლოა მარეგულირებელ ორგანოებს, სასამართლოს და სხვა მესამე პირებს ჰქონდეთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები