NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 59%-ს გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე არ უმუშავია

benjielayug.com

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59%-ს გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე არ უმუშავია. 

კითხვაზე, "გასულ თვეში გიმუშავიათ თუ არა ერთი ანაზღაურებადი დღე მაინც", დადებითად 39% პასუხობს. მათი 83% მოელის, რომ მომდევნო თვეშიც ექნება იმავე რაოდენობის სამუშაო დღეები, ხოლო 11% - არ მოელის. ვინც წინა თვეში იმუშავა, მათმა 6%-მა არ იცის, მომდევნო თვეშიც ექნება სამუშაო თუ არა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები