NDI-ის კვლევა

NDI: 51%-მა არ იცის საპენსიო რეფორმის შესახებ

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51%-მა არ იცის საპენსიო რეფორმის შესახებ, ხოლო 49%-მა იცის.

კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობას (61%-ს) მიაჩნია, რომ 40 წლამდე მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს საპენსიო ფონდში ხელფასის ნაწილის შეტანა. 17%-სთვის მისაღებია დამტკიცებული კანონი, რომ 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქისთვის სავალდებულოა ყოველთვიურად ხელფასის ნაწილის საპენსიო ფონდში გადარიცხვა.გამოკითხულთა 15% არც ერთ შეთავაზებას არ ემხრობა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები