NDI-ის კვლევა

NDI: 54%-ის აზრით, მარიხუანის მომხმარებელი არ უნდა დააპატიმრონ

Reuters

საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას მოსახლეობის 18% ემხრობა, 74% კი წინააღმდეგია.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა 2018 წლის ივნისში გამოკითხეს, 54%-ის აზრით, მარიხუანის მოწევის გამო ადამიანმა ციხეში სასჯელი არ უნდა მოიხადოს, 40% კი მომხმარებლების პატიმრობას ემხრობა. 

მარიხუანის შესახებ NDI-მ 2018 წლის ივნისის კვლევაში კითხვა რესპონდენტების ნახევარს დაუსვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას" - წერია საკონსტიტუციოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია. 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები