NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 48%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კვლევაში მონაწილეთა 18%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 10%-ის შეხედულებებთან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 7%-მა არ იცის, ხოლო 5% პასუხზე უარს ამბობს. გამოკითხულთა 3%-ის შეხედულებებთან ახლოს ლეიბორისტული პარტია დგას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 57% მიიღებდა მონაწილეობას, 43% - არა. რესპონდენტთა 30%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 20% ქართულ ოცნებას ემხრობა, 11% - ენმ-ს, 4% - ევროპულ საქართველოს, 3% = ლეიბორისტულ პარტიას.

გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 10% - პასუხზე უარს ამბობს.

ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები