NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 81% ემხრობა, NATO-ში - 75%

U.S. Mission to the North Atlantic Treaty Organization

NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის 81%-სთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია, 12%-ისთვის კი - მიუღებელია. 

2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაზრდილია, მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი შემცირებული. 

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, დადებითად გამოკითხულთა 75% პასუხობს, უარყოფითად კი - 17%. 

აქაც, ისევე როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაზრდილია, მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი - შემცირებული. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები