NDI-ის კვლევა

NDI: 22%-ის აზრით, ივანიშვილის თავმჯდომარედ დაბრუნებას პოლიტიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Reuters

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 22% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ დაბრუნებას საქართველოს პოლიტიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება. 21%-ის აზრით, გავლენა დადებითი იქნება, ხოლო 31% მიიჩნევს, რომ არ ექნება გავლენა. 26%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გარდა ამისა, NDI-მ მოსახლეობას ჰკითხა იცოდნენ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა. როგორც აღმოჩნდა, 21%-მა ამის შესახებ არ იცოდა, 78%-მა კი იცოდა. 1%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ტარდება. გამოკითხვებს CRRC-საქართველო აწარმოებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები