NDI-ის კვლევა

NDI: ლგბტ უფლებები 23%-სთვის მნიშვნელოვანია, 44%-სთვის - უმნიშვნელო

0 კომენტარი
ფოტო: CNN

NDI-ის მიხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა 23%-სთვის არის მნიშვნელოვანი. 26% ამ საკითხს ნეიტრალურად მიიჩნევს, 44%-სთვის კი უმნიშვნელოა. 

3 წლის წინ, 2015 წელს NDI-ის 21%-მა პროცენტმა უთხრა, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 49%-მა კი თქვა, რომ უმნიშვნელოა. 

რაც შეეხება სხვა უმცირესობებს - გამოკითხულთა 92%-ის აზრით, შშმ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 1%-ის აზრით უმნიშვნელო. 

ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია 60%-სთვის, ნეიტრალურად არის განწყობილი - 26%, უმნიშვნელოა - 11%-სთვის.

რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია 60%-სთვის, ნეიტრალურად არის განწყობილი - 27%, უმნიშვნელოა - 11%-სთვის. 

მხოლოდ თბილისში: 

  • შშმ უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია 96%-სთვის; უმნიშვნელოა - 0%-სთვის;
  • ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა - 67%-სთვის, უმნიშვნელოა - 11%-სთვის;
  • რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა - 66%, უმნიშვნელოა - 12%;
  • ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა - 31%-სთვის - 41%-სთვის. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები