NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის აზრით, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა უნდა იყოს

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინდტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობა სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად ჯანდაცვას ასახელებს. მოსახლეობის 61%-ის აზრით მთავარი ყურადღება ბიუჯეტის გადანაწილებაზე სწორედ ჯანდაცვაზე უნდა გამახვილდეს. მეორე ადგილზე 55%-ით განათლებაა. პრიორიტეტებში ბოლო ადგილზე დიპლომატიაა. 


ფოტო: NDI

საინტერესოა, რომ ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი სახსრები სწორედ განათლებასა და ჯანდაცვაზე იხარჯება. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს, განათლების კი 1 მილიარდ ლარს აღემატება. 

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები