NDI-ის კვლევა

NDI: სოფლებში მოსახლეობის 77% ჰაერით კმაყოფილია, ქალაქებში კი 44%

მაღალმთიანი რაჭა
georgia.travel

ეროვნულ-დემოკრატიული ინდტიტუტმა (NDI) მოსახლეობას ჰაერის ხარისხის შესახებ დაუსვა კითხვა. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის 57% არსებული ჰაერის ხარისხით კმაყოფილია. განსხვავებულია შედეგები რეგიონალურ ჭრილში. აგრარული დასახლებების მაცხოვრებლები ჰაერით უფრო მეტად არიან კმაყოფილი, ვიდრე დიდი ქალაქების მაცხოვრებლები.


ფოტო: NDI

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები