გირჩი

5.9 ათასი წვევამდელიდან 4.4 ათასმა სამხედრო სამსახურს თავი გირჩის ეკლესიით აარიდა

0 კომენტარი
სატანკო სწავლება ვაზიანში ფოტო: facebook.com/mod.gov.ge

on.ge-ის მიერ სახელმწიფოსგან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში სახელმწიფომ 5 914 წვევამდელი გამოიძახა, მათგან 4 406-მა სამხედრო სამსახურს თავი გირჩის მიერ დაფუძნებული ეკლესიით - "ბიბლიური თავისუფლებით" აარიდა. 

შედეგად, ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემული მღვდელმსახურის ცნობით წვევამდელთა 75%-მა ისარგებლა. 

ბიბლიური თავისუფლების მონაცემებით, მათ ცნობა 8.3 ათასზე მეტ პირს მისცეს. ბიბლიური თავისუფლება ქართული კანონმდებლობის იმ ჩანაწერის გამოსაყენებლად შეიქმნა, რომელიც მღვდელმსახურებს უფლებას აძლევს უარი თქვან სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.

ივლისში ბიბლიურმა თავისუფლებამ "რეფორმაცია" გამოაცხადა. რელიგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ესმის რა ორგანიზაციაა გირჩი და ბიბლიური თავისუფლება. 

"ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურობის მსურველი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც აქვს ნაფიქრი შემდეგ საკითხებზე: 

  1. სად მივიდა დახმარების სათხოვნელად, რა ორგანიზაციებია ბიბლიური თავისუფლება და გირჩი; ადამიანის როგორი სახით დახმარება და რატომ მიიჩნევა ამ ორგანიზაციაში ვალდებულებად? 
  2. რა არის მორალი და მორალური ცხოვრება? 
  3. რა არის თავისუფლება და რატომაა ის ადამიანისთვის  აუცილებელი? 
  4. რას გააკეთებს თავად თავისუფლებისთვის?", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები