აშშ-რუსეთი

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა მოსკოვის საელჩოში რუსეთის სავარაუდო აგენტი აღმოაჩინა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით მათმა გამოძიებამ მოსკოვში აშშ-ის საელჩოში რუსეთის სავარაუდო აგენტი აღმოაჩინა, რომელსაც წლების მანძილზე კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა.

სავარაუდო ჯაშუში რუსეთის მოქალაქე ქალია და საელჩოს შიდა ქსელზე და ელექტონულ ფოსტაზე ჰქონდა წვდომა, საიდანაც მას კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება შეეძლო.

აშშ-ის საიდუმლო სამსახური უარყოფს, რომ ქალს წვდომა ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე.

მისი საქმიანობის შესახებ ეჭვი პირველად 2016 წელს გაჩნდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალს რეგულარული და არასანქცირებული შეხვედრები ჰქონდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელებთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ქალი სამსახურიდან გასულ ზაფხულს გაათავისუფლეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა ინფორმაცია მიაწოდა მან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებებმა და იღებდა თუ არა ის ინფორმაციას საელჩოს სხვა თანამშრომლებისგან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები