რიკ ჯენესტი

რიკ ჯენესტი - "ზომბი ბიჭი" 32 წლის ასაკში სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რიკ ჯენესტი, ტატუების სიმრავლის გამო ცნობილი, როგორც "ზომბი ბიჭი", 32 წლის ასაკში სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსოფლიო მედიის ინფორმაციით, იგი მონტრეალში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. BBC იუწყება, რომ არტისტმა თავი მოიკლა, მაგრამ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.

რიკ ჯენესტი ცნობილი 2011 წელს Lady Gaga-ს მუსიკალური ვიდეოს Born This Way-ის შემდეგ გახდა.

მის გარდაცვალებას Lady Gaga ტვიტერზე გამოეხმაურა - "მეცნიერები გვეუბნებიან, რომ 21 დღე დასჭირდება ჩვევების ჩამოყალიბებას, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას განიცდი, მე მოგიწოდებთ, რომ დღესვე დაიწყოთ ან გააგრძელოთ ზრუნვა და მუშაობა ამ საკითხზე. გამოხატეთ თუ ტკივილს განიცდით, ან ხმა მიაწვდინეთ მას, ვინც იცით რომ იმავეს განიცდის".

 

კომენტარები