აფეთქება ავღანეთში

ავღანეთში შიიტურ მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა

Google maps

აღმოსავლეთ ავღანეთში, ქალაქ ღარდეზში მდებარე შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 40.

თავდასხმის დროს მეჩეთში 60-ზე მეტი ადამიანი ლოცულობდა. ორი თავდამსხმელიდან ერთმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, ხოლო მეორემ მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები