ღირსეული პარტნიორი 2018

ღირსეული პარტნიორი 2018-ის ფარგლებში საველე სწავლებები დაიწყო

თავდაცვის სამინისტრო

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=P6uzwRThtB8","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს. დღევანდელ სწავლებაში უკრაინელი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობენ. 

საერთაშორისო წვრთნაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოებს ასრულებს. საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერების“ დახმარებით საცეცხლე მომზადებას გადიან აშშ-ის II საკავალერიო პოლკის სამხედრო მოსამსახურეებიც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლება წინა წლებთან შედარებით ფართომასშტაბიანია - გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, გაზრდილია ასევე სწავლებაში ჩართული გერმანული ჯავშანტექნიკისა და ამერიკული ავიაციის რაოდენობაც. 

საწვლებისთვის საჭირო ყველა ტექნიკა უკვე საქართველოშია

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=USXhfkZeu7Y","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

"ღირსეულ პარტნიორს" რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებით პასუხობს.  

კომენტარები