ავტოსაგზაო შემთხვევა

ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა, დაიღუპა 1, დაშავდა 12

რუსთავი 2

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსი ბორჯომიდან რუსთავში მიდიოდა. 

სამგზავრო ავტობუსი იმავე ხაზზე მიმავალ ტრაილერს უკნიდან შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც ავტობუსის პირველ რიგში იჯდა. დაზიანება მიიღო 12-მა პირმა, მათგან 6 არასრულწლოვანია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ როგორც ტრაილერის ასევე ავტობუსის მძღოლები.

ტაბულას შსს-ში განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები